
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” ამ ფულს ავტოკრატიის გაძლიერებას ახმარდა და არა დემოკრატიის განვითარებას, როდესაც უკვე ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის “ქართული ოცნების”, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან არ ასცდებათ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
“როდესაც პოლიტიკური კავშირები გაყინულია, როდესაც დასავლური ფული გრანტებისა და ტრანშების სახით აღარ შემოდის, რადგან დარწმუნდნენ, რომ “ქართული ოცნება” ამ ფულს ავტოკრატიის გაძლიერებას ახმარდა და არა დემოკრატიის განვითარებას, როდესაც უკვე ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის “ქართული ოცნების”, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან არ ასცდებათ. სჯობს ადრე, ვიდრე გვიან.
მინდა, მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული. ეს საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს