ნიკა მელია – ამ სიხარულს თან ახლავს ერთგვარი სევდაც, ჩვენი ქვეყნის უკუღმართობამ იგი იძულებული გახადა სხვა ქვეყნის სახელით ეასპარეზა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს ულოცავს.
“სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მინდა მთელი სულით და გულით მივულოცო. ამ სიხარულს, ამ მილოცვას თან ახლავს ერთგვარი სევდაც…
ჩვენი ქვეყნის უკუღმართობამ, ფედერაციაში არსებულმა განუკითხაობამ იგი იძულებული გახადა სხვა ქვეყნის სახელით ეასპარეზა და მისი წარმატება მისი სამშობლოს წარმატება არ ყოფილიყო.
ზურას მინდა ვუთხრა, მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობს, მისი წარმატება ჩვენი ყველას და შესაბამისად საქართველოს წარმატებაა!”, – წერს მელია სოციალურ ქსელში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა