
ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოება, თბილისი იმსახურებს მრავალფეროვნებას, იმსახურებს ერთობას, წინსვლას, პროგრესს, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
“არ აქვს მათ მიერ ნათქვამ არცერთ სიტყვას ფასი. ჩვენ ვაპირებთ არა ვინმეს დამარცხებას, არამედ გამარჯვებას. საზოგადოება, თბილისი იმსახურებს მრავალფეროვნებას, იმსახურებს ერთობას, წინსვლას, პროგრესს.
შეუძლებელია, ქვეყანა იმართებოდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც პრეტენზიაც და ამბიციაც კი არ აქვთ, რომ საქართველოში, თბილისში რაიმე სახის წარმატება ადრე თუ გვიან დადგეს”, – განაცხადა მელიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს