
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ხედავ და რწმუნდები, რომ სულ სხვა ინტერესი პრევალირებს იქ, რაც შენ პარტნიორული ურთიერთობა გეგონა, ბუნებრივია, იქცევიან ისე, როგორც მე მოვიქეცი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მელიას თქმით, კეზერაშვილთან როდესაც პარტიის ინტერესის გამო თანამშრომლობდა, მას არ ჰქონდა მაშინ პოლიტიკური მადა გამომჟღავნებული.
“არ იყო ასე მანამდე შემოსული, არ ჰქონდა ეს პოლიტიკური მადა მას. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დახმარებას შემოგთავაზებს და პარტნიორობის ხელს გამოგიწოდებს, რა თქმა უნდა, ეს ხელი უნდა ჩამოართვა, თუ მართლა შედეგზე გინდა ორიენტირებული იყო. რაც მეტი იქნებით, უკეთესია, მაგრამ როდესაც შენ ხედავ და რწმუნდები, რომ სულ სხვა ინტერესი პრევალირებს იქ, რაც შენ პარტნიორული ურთიერთობა გეგონა, ბუნებრივია, იქცევიან ისე, როგორც მე მოვიქეცი“, – განაცხადა მელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ დავით კეზერაშვილის მიმართ სხვადასხვა დროს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა, რის გამოც თანაპარტიელების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს