ნიკა მელია – არ შეიძლება, ერეკლე მეფის სახელს განათლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ყვარელში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც “ალტ-ინფოს” წევრებმა ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
“წარსულშიც და ახლაც, საქართველოს მოწინავე პატრიოტები მის უკეთეს ბედს განათლებას უკავშირებდნენ. ასე იყო ერეკლე მეფეც. არ შეიძლება მის სახელს ილია ჭავჭავაძეზე ლექციის ჩასაშლელად და განათლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.
გუშინ ყვარელში პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი. საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ. ეს რუსული მეთოდია. საქართველო გააგრძელებს გზას ევროპისკენ”, – წერს მელია.
თაგები:
ნიკა მელია