ნიკა მელია – მჯერა, რომ მთელი ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება ბოლო წუთამდე


ავტორი
Front News საქართველო
მჯერა, რომ მთელი ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება ბოლო წუთამდე. არ შეიძლება, ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელსაც მსოფლიო, ქართველი ხალხი არ აღიარებს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი არ არის საქართველოს პარლამენტი, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მას არ სურს ამ პარლამენტის ფუნქციონირება და ეს პარლამენტი საქმიანობას, როგორც საქართველოს პარლამენტი, ვერ დაიწყებს.
“მჯერა, რომ მთელი ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება ბოლო წუთამდე. არ შეიძლება, ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელსაც მსოფლიო, ქართველი ხალხი არ აღიარებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მოპოვებულია მნიშვნელოვანი წარმატება. ეს არის ყველას დამსახურება, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, წამყვანმა პროგრესულმა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა გაყალბებული არჩევნები არ აღიარეს. ეს არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე იქნება მყარი და განგრძობადი. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ქვეყნის შიგნით, ჩვენ, პოლიტიკოსები, მათთან ერთად, ვიქნებით იმდენად აქტიურები, რამდენადაც მოითხოვს შექმნილი უმძიმესი რეალობა. საქართველოს პარლამენტი არ არის საქართველოს პარლამენტი, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მას არ სურს ამ პარლამენტის ფუნქციონირება და ეს პარლამენტი საქმიანობას, როგორც საქართველოს პარლამენტი, ვერ დაიწყებს. ეს არ არის პარლამენტი, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. ივანიშვილის ნებას, კი ბატონო, გამოხატავს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს