ნიკა მელია – არ ვაპირებთ ისტორიამ შეგვაფასოს ადამიანებად, რომლებმაც ყველაფერი არ გავიღეთ

ავტორი
Front News საქართველო
დამატებითი დაბნეულობის შეტანა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებში, როდესაც საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, ვფიქრობ, არ ღირს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, 3 დეკემბერს ლევან ხაბეიშვილის დაანონსებულ აქციაზე მივა, თუმცა აღნიშნავს, რომ არჩევნების საკითხმა ასეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საკითხია გადასაწყვეტი, პარტიაში დაბნეულობა შეიტანა.
“როდესაც მსგავსი ტიპის საპროტესტო აქცია გვინდა ჩავატაროთ, მიუხედავად დიდი აზრთა სხვადასხვაობისა, რომელიც არსებობს “ნაციონალური მოძრაობაში”, კონსოლიდირებული გადაწყვეტილება უნდა გამოგვეტანა. ამან გამოიწვია დამატებითი აზრთა სხვადასხვაობა, გაუგებრობები, მიკავშირდებოდნენ მეგობრები სხვადასხვა რაიონიდან, რეგიონიდან, თბილისიდან, – “რა ხდება, ჩვენ უნდა წამოვიდეთ, – არ წამოვიდეთ?“ ამიტომ დამატებითი დაბნეულობის შეტანა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებში, როდესაც საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, ვფიქრობ, არ ღირს. ახლა მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმ სასამართლო პროცესების მიმართ“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია შედეგის მიღწევა.
“არ ვაპირებთ ისტორიამ შეგვაფასოს ადამიანებად, რომლებმაც ყველაფერი არ გავიღეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი და ეს შედეგი იქმნება მიღწეული მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არ იქნება ავტოკრატიული რეჟიმის ტყვე“, – განაცხადა ნიკა მელიამ
თაგები:
ნიკა მელია




