Logo

ნიკა მელია – არანაირი პოლიტიკური პროცესი არ არის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, ეს არის კრიმინალური პროცესი

პოლიტიკა
04.12.2024 / 18:40
Frontnews image description

ეს არის კრიმინალური პროცესი, რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, თავისუფლებისთვის ბრძოლა უფრო მძლავრია.

“ვითარება არის ასეთი – არანაირი პოლიტიკური პროცესი არ არის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, ეს არის კრიმინალური პროცესი, რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება, იმიტომ, რომ თავისუფლების მოპოვების პროცესი ბევრად მძლავრია”, – განაცხადა ნიკა  მელიამ.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან პოლიციამ კომპიუტერული ტექნიკა, აირწინაღები, ფიზიოლოგიური ხსნარები და საწვიმრები გაიტანა. სხვადასხვა ტიპის ნივთებია გატანილი “კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისიდანაც.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement