
ავტორი
Front News საქართველო
მე ვფიქრობ, არაფერი ისეთ მომაკვდინებელ დარტყმას არ მიაყენებს “ქართულ ოცნებას”, როგორც თავისივე ორგანიზებით მოწყობილი შეკრება, – ამის შესახებ “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების” მარცხს მთელი საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოება იხილავს.
“29 აპრილს ჩვენ ვიხილავთ შეკრებას, სამწუხაროდ, შერცხვენილი და აბსოლუტურად დემოტივირებული საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელთაც მოუწევთ ამავე დღეს თავის დახრა საქართველოს მომავლის წინაშე. არ მოუგია ჯერ წარსულს მომავალთან დაპირისპირებაში.
მე ვფიქრობ, არაფერი ისეთ მომაკვდინებელ დარტყმას არ მიაყენებს “ქართულ ოცნებას”, როგორც თავისივე ორგანიზებით მოწყობილი შეკრება იქნება 29 აპრილს და ამას იხილავს მთელი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“ქართული ოცნების” ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს