Logo

ნიკა მელია – არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა, ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!

პოლიტიკა
19.10.2021 / 23:34
Frontnews image description

“სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. 

 

“არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა – ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში! რაც შეეხება მის მიერ, მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას ატკატებად, მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას – ეს პერსონალური საკითხები არაა. ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება, მისი დამარცხებისთანავე. ვიცი, რომ პასუხები არ აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია – დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით, არადა თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ – მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ – ისინი უნდა დავამარცხოთ! ყველამ ერთად 30 – ში”, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

 

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კახა კალაძეს ღია დებატებში მონაწილეობა დღეს შესთავაზა.

 

“რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?”- განაცხადა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ნიკა მელიას შეთავაზების საპასუხოდ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები