
ავტორი
Front News საქართველო
დილის ოთხი საათია და ათასობით ადამიანი, წინასწარი შეთანხმების გარეშე, გამოვიდა და თავშეყრას შეუერთდა რუსთაველის გამზირზე, განა იმიტომ, რომ ერთჯერადად ვალი მოიხადოს, არამედ გამარჯვების პროცესში იყოს მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ, სანამ გამარჯვება არ იქნება ხალხის ანგარიშზე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არავის ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამით რაიმე დამთავრდა, ეს ვერ დამთავრდება, მომდევნო დღეები იქნება ასეთი გამარჯვებამდე.
“დილის ოთხი საათია და ათასობით ადამიანი, წინასწარი შეთანხმების გარეშე, გამოვიდა და თავშეყრას შეუერთდა რუსთაველის გამზირზე, განა იმიტომ, რომ ერთჯერადად ვალი მოიხადოს, არამედ გამარჯვების პროცესში იყოს მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ, სანამ გამარჯვება არ იქნება ხალხის ანგარიშზე. მე ვფიქრობ, რომ ამას ყველა ძალიან კარგად გრძნობს. ჯინი ბოთლიდან ამოუშვეს, მათ ეგონათ, რომ ღრმა დეპრესია იყო, განსაკუთრებით, 25 ნოემბრის შემდეგ, მაგრამ გაუცრუვდათ იმედები. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის პერიოდი იყო, როდესაც შეეძლოთ ქართველ ხალხზე გადავლა და ეს ყველაფერი აღმოჩნდა ამაო. არავის ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამით რაიმე დამთავრდა, ეს ვერ დამთავრდება, მომდევნო დღეები იქნება ასეთი გამარჯვებამდე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს