Logo

ნიკა მელია – არის საინტერესო ტენდეციები, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ პატიმარს

პოლიტიკა
01.06.2022 / 23:24
Frontnews image description

არის საინტერესო ტენდეციები, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ის ნაწილობრივ უკვე არის ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ როტერნდამიდან სატელევიზიო ჩართვისას “ტვ პირველთან” განაცხადა. 

მისი თქმით, ის რაც ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მოხდა, იყო მკაფიო დადასტურება იმისა, რომ ევროპა მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მიიჩნევს. 

“მთავარი ილუსტრაცია და დადასტურება იმისა, რომ მთელი განვითარებული სამყაროსთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი,  იყო ეს აქტი – მიხეილ სააკაშვილისათვის განკუთვნილი ცარიელი სკამი.  ამაზე მეტი დასტური,  რაც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა პოლიტიკოსმა პირადად წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, ძნელად თუ შეიძლება,  ვიხილოთ. ამიტომ მე როგორც არასდროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობა არის მცირე დროის საკითხი. 

მე მას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და მხნეობა. იმ ყველაფრის მიღმა,  რაც ხელმისაწვდომია მოსახლეობისა და ჟურნალისტებისთვის, არის კიდევ საინტერესო ტენდეციები, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ პატიმარს.  ის ნაწილობრივ უკვე არის ამასთან დაკაშირებით საქმის კურსში, მოვა დრო და ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მელიამ.  

 

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია როტერდამში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაგზავნილი წერილი ევროპელმა პოლიტიკოსმა დონალდ ტუსკიმ წაიკითხა.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები