ნიკა მელია – ასეთი კონკრეტული თარიღი, თუ როდის დავიხსნით ტყვეობიდან მიხეილ სააკაშვილს, არ არსებობს


ავტორი
Front News საქართველო
ასეთი კონკრეტული თარიღი, თუ როდის დავიხსნით ტყვეობიდან მიხეილ სააკაშვილს, არ არსებობს, ეს თარიღი რეალობად მაშინ იქცევა, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად აქტივობის ხარისხს მოვუმატებთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, პატივს სცემს პარტიის იმ ამომრჩევლის მოსაზრებასაც, ვინც თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად მაქსიმალური არ კეთდება.
მისივე განმარტებით მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ციხეში ვერ შედის, რადგან ამის შესაძლებლობა არ აქვს.
“მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობა ჩემთვის დამატებითი წუხილია. „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე არის, რომ ათასგვარი მითქმა -მოთქმა გაავრცელოს და ეს ტირაჟირდეს. სად უნდა შევიდე? სამწუხაროდ, არ მაქვს შესაძლებლობა, რომ ადამიანი მოვინახულო. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ შესაძლებელია დღის წესრიგში იყოს კონკრეტული თარიღი დაფიქსირებული, როდის დავიხსნით ტყვეობიდან მიხეილ სააკაშვილს, ძალიან ცდება. ასეთი კონრეტული თარიღი ვერ იარსებებს. ასეთი კონკრეტული თარიღი რეალობად მაშინ იქცევა, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად აქტივობის ხარისხს მოვუმატებთ.
თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ მე ყველაფერს არ ვაკეთებდი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში უკვე კარგა ხნის წინადაც აღარ ყოფილიყო, ასეთი ადამიანების მოსაზრებებს მე პატივს ვცემ, დიდი პარტია ვართ, 500 ათასზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, სხვადასხვა ტიპის და კატეგორიის ამომრჩეველი ყავს ამ პარტიას და ვამაყობთ ამით, ამით ვართ ძლიერები ჩვენ. მიხეილ სააკაშვილს უდიდესი ცენტრალური როლი უჭირავს, მაგრამ ჩემს მე ჩემს მდგომარეობაში ყოფნას ახლა არ გისურვებდით თქვენ, როდესაც პარტიის დამფუძნებელი არის ტყვეობაში და პარტია არის გასავითარებელი და სხვა რელსებზე გადასაყვანი“, – განაცხადა მელიამ.


ნიკა მელია – პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი

ნიკა მელია – ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობიდან არ გათავისუფლდება, ამ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა არ იქნება

ნიკა მელია – ხვალ, 17:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან და არ ვიშლებით