
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის რუსული ოკუპაცია და ეს არის ხელისუფლების მოღალატეობრივი, კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია წერს.
“საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ჯერ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, სალოცავში წასულ და სალოცავისკენ მიმავალ ადამიანს კლავს რუსი, მეორეს კი იტაცებს….
ეს არის რუსული ოკუპაცია და ეს არის ხელისუფლების მოღალატეობრივი, კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგი;
არაფერი შეიცვლება, ამ მთავრობის შეცვლის გარეშე, ასეთია რუსეთთან მეგობრობა – ცალმხრივი;
ასეთია რუსეთთან შეთანხმება – ცალმხრივი; ასეთია მათთან მოლაპარაკება – ცალმხრივი.
ასეთია რუსული მშვიდობა – ქართული სისხლის ფასად გადახდილი.
ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ვიზიარებ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის ბედზე, ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას ამ ხელისუფლების ცვლილებაზე და არა მისი დემოკრატიზაციის მცდელობაზე”, – წერს მელია.
რუსმა ოკუპანტებმა დღეს კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს