ნიკა მელია – აშშ-მა თქვა, რომ ამ კლანის, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ქართველ ხალხთან ერთად

ავტორი
Front News საქართველო
დღეს აშშ-მა ნათლად თქვა, რომ საქართველოში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, – ასე ეხმაურება ნიკა მელია აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების ფაქტს.
“თქვა, რომ არსებობს კორუფციული კლანი, დაარქვა თავისი სახელი კლანის რამდენიმე წევრს და თქვა რომ “კლანი” და სამართალი არის არათავსებადი ცნებები.
რაც მთავარია აშშ-მა თქვა, რომ ამ კლანის, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩვენთან – ქართველ ხალხთან ერთად, არიან მათთან ერთად, ვისაც უკეთესი მომავალი გვინდა, სამართალი გვინდა.
ქართველი ხალხი არის ღირსებისა და სიმართლის მხარეს, არის ისტორიის სწორ მხარეს და ამ გზაზე ჩვენ არ ვართ მარტო!”, – წერს ნიკა მელია.
თაგები:
ნიკა მელია




