ნიკა მელია - ბატონ შვანგირაძეს წყალი პროტესტისთვის შევასხი, არც ვნანობ

ავტორი
Front News საქართველო
ბატონ შვანგირაძეს წყალი პროტესტისთვის შევასხი, არც ვნანობ. ყველაზე მინიმალური საქციელი ჩავიდინე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, მან მოსამართლე შვანგირაძე დაინახა, როგორც ერთი რგოლი დანაშაულებრივი ჯაჭვისა.
"ბატონ შვანგირაძეს წყალი პროტესტისთვის შევასხი, არა როგორც შვანგირაძეს, არამედ იმ რეჟიმს, რომლის წინააღმდეგაც ჩართულია საზოგადოების დიდი ნაწილი უსამართლობაში.
მე დავინახე შვანგირაძე, როგორც ერთი რგოლი დანაშაულებრივი ჯაჭვისა. სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ. ყველაზე მინიმალური საქციელი ჩავიდინე, რაც ღირსების დასაცავად იმ დღეს შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი", - განაცხადა ნიკა მელიამ.
30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევა (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ნიკა მელია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


