Logo

ნიკა მელია – ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა, არამედ გუშინ დაიწყო, გელოდებით რუსთაველის გამზირზე

პოლიტიკა
1306
Frontnews image description

ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა, არამედ გუშინ დაიწყო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, არა უბრალოდ გაყალბდა, არამედ ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარდა . 

 

“გუშინდელი უმძიმესი დღის შემდეგ, იმ დღის შემდეგ, როდესაც, უბრალოდ ვიტყოდი, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, მაგრამ ეს უბრალოდ ტოტალურად გაყალბებულია კი არა, ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები და ერთ-ერთი, რაც იკადრეს, იყო ტოტალური გაყალბება, ბევრი სხვა რამ იკადრეს”, – განაცხადა მელიამ.  

 

მან მადლობა გადაუხადა თავის მხარდამჭერებს და განაცხადა,  რომ გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა. 

 

“მადლობას გიხდით გუშინდელი აქტიურობისთვის, თავდადებისა და მხარდაჭერისთვის, გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა. გუშინ ბრძოლა დაიწყო და ბუნებრივია, არავინ ვაპირებთ, არცერთი ჩემი ღრმა რწმენით, არცერთი საქართველოს თავმოყვარე  მოქალაქე, ყველაფერი იმის შემხედვარე, რასაც ადგილი ქონდა გუშინ, არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას, აპირებს ბრძოლას ძალიან მტიკიცეს, ძალიან ურყევს, ძალიან მშვიდობიანად”, – განაცხადა მელიამ. 

 

მან მხარდამჭერებს დღეს  რუსთაველის გამზირზე შეკრებისაკენ მოუწოდა, სადაც, მისივე თქმით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ. 

 

“დღეს,  საღამოს 7 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტული გეგმის შესახებ ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ქონდეს იმის ილუზია,  რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფალს,  შერჩევა”, – განაცხადა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები