ნიკა მელია – ჩაიკეტოს საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის და აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა

ავტორი
Front News საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, საქართველომ რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტოს და ქვეყანაში რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა აიკრძალოს.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება დაუყონებლივ უნდა შეუერთდეს სანქციებს, რომელიც რუსეთის მიმართ მოქმედებს.
„მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით არის, როცა ევროკავშირი ისტორიაში პირველად უკრაინას იარაღს მიაწვდის, როცა ევროკავშირმა რუსეთისთვის საჰაერო სივრცე სრულად ჩაკეტა, როცა აზერბაიჯანიც კი უკრაინას საწვავით დაეხმარება, საქართველო არაფერს აკეთებს მეგობარი ქვეყნის დასახმარებლად. ამიტომ მოვითხოვთ, ხვალიდან ჩაიკეტოს საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის და აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.





