ნიკა მელია – ჩემი თხოვნაა, ნურავინ ეცდება პარალელების გავლებას, რომ ასე იყო “რუსული კანონის” დროს, ეს არის უნიკალური პროტესტი


ავტორი
Front News საქართველო
ჩემი თხოვნაა, ნურავინ ეცდება პარალელების გავლებას, რომ ასე იყო “რუსული კანონის” დროს, ხალხი გამოდიოდა და მერე გაილია – ეს არ მოხდება, ეს არის უნიკალური პროტესტი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი რომ დასრულდება, სახელმწიფო ყველა ინსტიტუცია იქნება გამართული.
“ისტორია კრძალავს დანებებას და უკან დახევას. თავდადებული მოქალაქეების დამსახურებით, განვითარებულ, დემოკრატიულ მსოფლიოს ეპიცენტრში არის ქართული საზოგადოება.
ეს ყველაფერი რომ დასრულდება, სახელმწიფო ყველა ინსტიტუცია იქნება იმდენად გამართული გამარჯვებისთანავე, რომ ბევრი აღარაფერი დასჭირდება ამ სახელმწიფოს გარდა იმისა, რომ ეს ენერგია, რომელიც სუფევს, მოხმარდეს სხვადასხვა დარგების განვითარებას.
ჩემი თხოვნაა, ნურავინ ეცდება პარალელების გავლებას, რომ ასე იყო “რუსული კანონის” დროს, ან ასე იყო წარსულშიც, თავიდან ბევრი ხალხი გამოდიოდა და მერე გაილია – ეს არ მოხდება, ეს არის უნიკალური პროტესტი. პირველად გააცნობიერა საქართველოს მოქალაქემ მასიურად, რომ ის უბრალოდ კი არ აპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმს, არამედ სახელმწიფოს მშენებლობას იწყებს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია

ნიკა მელია – ირიბად, მაგრამ გახარიამ თქვა 20 ივნისთან დაკავშირებით, რომ უჩინარი ხელი ამუშავებდა პროცესებს და ეს ნამდვილად ასე იყო

კახა კალაძე – ნიკა მელია არის სულით კრიმინალი და სამწუხაროა, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის

ნიკა მელია – ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ ტყუილის ტირაჟირების შესაძლებლობა მიეცეს, როგორც არის მიჩვეული