Logo

ნიკა მელია – ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში ამ პროცესს წავახალისებთ

პოლიტიკა
1230
Frontnews image description

ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ამ პროცესს, რა გამოვა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწყებული პროცესის კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, პრეზიდენტთან შემდგომ შეხვედრებს პირადადაც დაესწრება. 

 

“ჩვენ  საახალწლო საღამოს დასწრებაზე შევიკავეთ თავი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდგომში, როდესაც უკვე დაიწყება საგნობრივი განხილვა, იმ ინიციატივებთან დაკაშირებით, რომელზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა, ჩვენ არ დავესწრებით.  პირიქით, ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში ამ პროცესს წავახალისებთ.  სხვა  საკითხია, რამდენად შედეგზე გამსვლელია ეს პროცესი, რომელიც დაიწყება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ამ პროცესს. რა გამოვა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, შემდეგ შეხვედრებზე უშუალოდ ჩავერთვები”, – განაცხადა ნიკა მელიამ “ფორმულას” ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები