ნიკა მელია – ჩვენ თანამშრომლობას ვეძახით, რასაც ჩვენი კოლეგები გაერთიანებას ეძახიან

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ თანამშრომლობას ვეძახით, რასაც ჩვენი კოლეგები გაერთიანებას ეძახიან, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანებასა და თანამშრომლობას შორის განსხვავება.
“გაერთიანება ბევრისთვის ასოცირდება ერთ მუშტად შეკვრასთან საარჩევნო მიზნებისთვის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, მაშინ უნდა ისიც ითქვას რა ტიპის გაერთიანებაზეა საუბარი, სხვა შემთხვევაში, მე ამას თანამშრომლობას ვეძახი, რაშიც წლების განმავლობაში ვიყავით ჩართული.
უნდა გამოვკვეთოთ რას გულისხმობს ერთიანობის იდეა, თუ ეს არ არის ერთ სუბიექტად გადაქცევა, ამას რა თქმა, უნდა წინ არაფერი უდგას. თუ ეს არის ერთიანი სია, მაშინ ეს არის განწირული“,- განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, გაუგებარია განცხადება იმის შესახებ, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობისგან” ელოდება პასუხს, მელიას თქმით, ამის ისეთი აზრი იქმნება, თუ თითქოს “ნაცმოძრაობა” არ არის თავის პოზიციაში ჩამოყალიბებული, რაც სიმართლე არაა.
რაც შეეხება პრაიმერისის იდეას, მელიას თქმით, ასეთ შემთხვევაში ყველაფერს “ნაციონალური მოძრაობა” მოიგებს, თუნდაც მისი მხარდამჭერების მრავალრიცხოვნებით, ასეთ შემთხვევაში კი გამორიცხული არაა, ეს სხვა პოლიტიკური ლიდერებისთვის უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.
თაგები:
ნიკა მელია




