ნიკა მელია – ჩვენ უნდა ვიხსნათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმკვლელობის მცდელობისგან


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უნდა ვიხსნათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმკვლელობის მცდელობისგან!,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ოპოზიციის შემაჯამებელი მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა.
“ხვალინდელი დღე გამარჯვებისთანავე უნდა გახდეს დასაბამი, რომ ისტორიულ უსამართლობას ბოლო მოეღოს! ჩვენი აქტიურობით, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა ვიხსნათ! ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ ხვალინდელი აქტიურობით. პირდაპირ ვიტყვით, ენის მოჩლეფვის გარეშე, ამას არც მალავენ, ამ ნაბიჯებს დგამენ. ჩვენ უნდა ვიხსნათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმკვლელობის მცდელობისგან! კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს, ხვალ, გამარჯვებისთანავე უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა. ხვალინდელი გამარჯვება ამასაც მიეძღვნება, რომ არავინ იგრძნობს თავს დაუცველად!“,- განაცხადა მელიამ.
მისივე განცხადებით, ხვალ გვეძლევა ისტორული შანსი რეალობის შესაცვლელად.
“უნიკალური შანსი გვეძლევა, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა, საერთოდ თუ იძლევა ხოლმე. ეს შანსი არის ისტორიის დაწერა ხვალ და ჩვენ დავწერთ ამ ისტორიას. იმიტომ, რომ ვართ მართლები და წელშიგამართულები. ვერაფერი წინ ვერ აღგვიდგება.
ის, რაც ახლა ხდება, არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთაც ჰქონდათ ერთმანეთს შორის დავა ძალიან ბევრი საკითხზე, გადავდეთ ჩვენი უთანხმოება, სადღაც მარჯვნივ და თქვენ წინაშე წარვდექით, როგორც ერთიანი გუნდი, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა თბილისელებისა დ საქართველოს მოქალაქეების პრობლემების გადაჭრაზე. დიახ, მომავალი არის ამ ქალაქის მრავალფეროვნებაში!”,- განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია

ნიკა მელია – მომლოდინე რეჟიმშია, როდის მოკვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, წინ უნდა აღვუდგეთ ამ ისტორიულ უსამართლობას

ნიკა მელია – როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, გმირი პრეზიდენტი საგანგებოდ მოუწოდებს “ოცნების” ხელისუფლებას, მისცენ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება

ნიკა მელია – ვიდრე უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ყავთ ციხეში გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით