Logo

ნიკა მელია – ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ სიცოცხლეზე

პოლიტიკა
04.01.2023 / 15:51
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციას ზუგდიდში შეუერთდება.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი ხანია გასცდა ერთი ადამიანის, ოჯახისა და თანამოაზრეების პრობლემას. 

 

“ისტორიული დღეა, რადგან არ არსებობს პრეცედენტი, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში ერთდროულად იმართებოდეს სოლიდარობის აქცია. მსოფლიოს სოლიდარობის ეს კონკრეტული აქცია ემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ვიკრიბებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმისათვის, რომ მკაფიოდ გავაგონოთ კიდევ ერთხელ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, არა ყრუ ხმა, არამედ მკაფიო ხმა, რომ დიახაც, ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ სიცოცხლეზე, დიახაც, ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს მტკივნეულ საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ევროპული მომავლის სასარგებლოდ, რომ ვართ სოლიდარულები და ვამბობთ, რომ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

მისი თქმით, უნდა გავიაზროთ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისში, შეკვეთილში აქციები 18:00 საათზე გაიმართება.

 

სოლიდარობის აქციები იმართება სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოს საელჩოებთან.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები