Logo

“ნიკა მელია დააყენეს ასეთი დილემის წინაშე: გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია”

საზოგადოება
900
Frontnews image description

"ქართული ოცნების" დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, "ლელოს" ინიციატივა, რომ ევროპარლამენტარები მელიას თავდებში ჩაუდგებიან, შეთანხმების დოკუმენტს ეწინააღმდეგება.

"ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დააყენეს ასეთი დილემის წინაშე: გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია. ეს არის მისი დღევანდელი დილემა. რაც შეეხება მის გამოსვლას და "ლელოს" მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს არის აბსოლუტურად წინააღმდეგობაში იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად "ლელომაც" ხელი მოაწერა. ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუკი თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რაც წერია პოლიტიკურ შეთანხმებაში, რომ ამნისტიის შესახებ კანონით უნდა გამოვიდეს, ან ევროსაბჭოს მიერ შეთავაზებული გირაოთი -ეს არის მისი პირადი  გადაწყვეტილება"-განაცხადა მაჭარაშვილმა.

თაგები:

Advertisement