ნიკა მელია – დაგარტყამ და არავინ დამსჯის, ამას გვეუბნება და ქმედებით გვიმტკიცებს “ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი

ავტორი
Front News საქართველო
დაგარტყამ იმიტომ რომ შემიძლია და ამისთვის არავინ დამსჯის – ამას გვეუბნება და ქმედებით გვიმტკიცებს „ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას.
“ის რაც დღეს ხდებოდა ოზურგეთის საკრებულოში, მოძალადე ქართული ოცნების მიერ დაკანონებული ძალმომრეობის მკაფიო გამოვლინებაა – დაგარტყამ იმიტომ რომ შემიძლია და ამისთვის არავინ დამსჯის – ამას გვეუბნება და ქმედებით გვიმტკიცებს „ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი – როგორც ლიდერი, ისე ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენს.
რატომღაც ჰგონიათ, რომ კუნთების თამაშით ძალის დემონსტრირებას ახდენენ, სინამდვილეში კი ეს მორალური უძლურების ლუსტრაციაა!”, – წერს ნიკა მელია.
ოზურგეთის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს დღეს “ქართული ოცნების” წევრები დაუპირისპირდნენ.
თაგები:
ნიკა მელია




