ნიკა მელია – დასანქცირდა ყველა ის ადამიანი, ვინც ასულდგმულებს რეჟიმს

ავტორი
Front News საქართველო
დასანქცირდა ყველა ის ადამიანი, ვინც ასულდგმულებს რეჟიმს. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, კიდევ უფრო მკაცრ ზომებსაც უნდა ველოდოთ.
“დასანქცირდა ყველა ის ადამიანი, ვინც ასულდგმულებს რეჟიმს. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც მოსალოდნელი იყო და ეს არ არის უკანასკნელი ნაბიჯი, რომელიც გადმოიდგა დასავლური ცივილიზაციის მხრიდან.
როგორც ჩანს, ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ კიდევ უფრო მკაცრ ზომებს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც შეეხება “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს და კერძო პირებს.
თაგები:
ნიკა მელია




