“ნიკა მელია დაუყოვნებლივ თუ არ გათავისუფლდება, არანაირი დიალოგი არ იქნება”

ავტორი
Front News საქართველო
დილიდან ზვავი მოდის ჩვენი პარტნიორებისგან, ვხედავთ პირდაპირი მოწოდებებს ვადამდელ არჩევნებთან და ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია "ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ განცხადებების შემდეგ ხელისუფლების ტონი დიალოგთან დაკავშირებით შეიცვალა.
„მელია დაუყოვნებლივ თუ არ გათავისუფლდება, არანაირი დიალოგი არ იქნება. კანონის ფარგლებში მათ შეუძლიათ, მელია გაათავისუფლონ, ხაზს ვუსვამ – კანონის ფარგლებში. არანაირ სამართლებრივ პრობლემას ეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა დავითაიამ.
თაგები:





