Logo

“ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან”

საზოგადოება
1104
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, მელიას საქმე სამართლებრივ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან მისი გათავისუფლება, თავად მელიასა და უცხოელი პარტნიორების ძალისხმევის დამსახურებაა.

"ყველას ვურჩევდი, ამ საქმეს ნუ განიხილავენ სამართლებრივ ჭრილსა და ასპექტში. მარტივად შემიძლია ავხსნა, ნიკა მელიას ბრძოლამ, პრინციპულობამ, ასევე ევროკავშირისა და შეერთებული შტატების, ჩვენი მეგობრების ძალისხმევამ, ხელისუფლება აიძულა, რომ დაესრულებინა ნიკა მელიას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა და დღეს უბრალოდ, სასამართლოს გზით ამის გაფორმება ხდება.

შესაბამისად, პროცედურებთან და სამართლებრივ სიღრმეებთან დაკავშირებით საუბარზე თავს შევიკავებდი, თუმცა შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შუამდგომლობა, რომელიც შევიდა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან სასამართლოში და რომელიც მოსამართლემ უნდა განიხილოს, აუცილებლად დაკმაყოფილდება და ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან", – განაცხადა კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 10 მაისს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები