
ავტორი
Front News საქართველო
პაპუაშვილს არ გავცემთ არანაირ პასუხს არაფერზე, რეჟიმს გაეცემა პასუხი და ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი ამ ქვეყნის მომავლისთვის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში, როგორც კოშმარული სიზმარი, ისე ჩაბარდება ოლიგარქიული მმართველობა ივანიშვილთან, პაპუაშვილთან და სხვა ჯგუფებთან ერთად.
“პაპუაშვილს არ გავცემთ არანაირ პასუხს, რეჟიმს გაეცემა პასუხი და ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს შენობა დაუბრუნდება ქართველ ხალხს, რადგან, დღეს ეს პარლამენტში არ არის ის, რაც უნდა იყოს. ქართველი ხალხი უნდა იყოს პარლამენტის ბატონ-პატრონიც და სახელმწიფოს ბატონ-პატრონი. ამ ქვეყანაში, როგორც კოშმარული სიზმარი, ისე ჩაბარდება ოლიგარქიული მმართველობა ივანიშვილთან ერთად, პაპუაშვილთან ერთად და სხვა ჯგუფებთან ერთად წარსულს. ეს სიყალბე აქ ვერ დაკანონდება, დღეს ეს ადამიანები საკუთარ თავს გაუგებრად კენჭს უყრიან, ინაწილებენ თანამდებობებს, თუმცა, სიყალბე ვერ დაკანონდება, ხალხის აღიარების გარეშე პარლამენტს აღიარება ვერ ექნება. ეს, რაც დღეს აქ ხდება და ხდებოდა წინა დღეებშიც, იქამდე გაგრძელდება, სანამ თვითმარქვია ივანიშვილს აქვს მართვის სადავეები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს