Logo

ნიკა მელია – დღეს მშობლიურმა მიწამ მიიბარა 14 წლის უნახავი დედის ცრემლებით ნაგლოვი გმირი

საზოგადოება
1456
Frontnews image description

დღეს წავკისში მშობლიურმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი გმირი ქართველი – ბერდია ჯოხაძემ იარაღი უკრაინაში რუსების შეჭრისთანავე აიღო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია წერს. 

 

“ბოლო 15 წელია, უკრაინაში ცხოვრობდა, ქართულ-უკრაინული ოჯახი ჰქონდა, უკრაინა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნდა და უკრაინაში საერთო მტრისგან იცავდა თავის ორივე სამშობლოს!

 

ცხოვრების ბედუკუღმართობის გამო ემიგრაციაში გადახვეწილ დედას, ქალბატონ გულიკოს, 14 წელი ნანახი  არ ჰყავდა შვილი.  

 

დაღუპვის ამბავი ვერც უთხრეს, გული რომ არ გახეთქვოდა და იქ უცხო მიწაზე არ დაესრულებინა სიცოცხლე. ჩამოსვლა სთხოვეს, უთხრეს, რომ დაჭრილი იყო… 

 

დღეს მშობლიურმა მიწამ მიიბარა 14 წლის უნახავი დედის ცრემლებით ნაგლოვი გმირი…

 

დიდება გმირებს!”, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnick.melia.165%2Fposts%2Fpfbid07RWwjj46Wt6K35P4sqY8oF5GFL8xSQwBPGZZoy9FKpJWjwJAKXdtSSpfuZrCo5n8l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”775″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები