ნიკა მელია – დიახ, მე ვაპირებ დათო კეზერაშვილთან თანამშრომლობას და არა მარტო მასთან

ავტორი
Front News საქართველო
დიახ, მე ვაპირებ დათო კეზერაშვილთან თანამშრომლობას და არა მარტო მასთან, იმდენად დიდი ბოროტებაა ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილთან პარტნიორობას გეგმავს, რაც ოპოზიციას გააძლიერებს და რისი მოსურნეც არ არის ბიძინა ივანიშვილი.
“ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც მე წავედი მიხეილ სააკაშვილის სანახავად, კიევიდან სხვა ქვეყანაში გადავფრინდი და შევხვდი ამ ადამიანს, დათო კეზერაშვილს. მასთან შეხვედრა ჩემთვის არ იყო ადვილი ადამიანურად. მისთვის კიდევ უფრო რთული იყო. ჩვენ გვქონდა კითხვები მასთან დაკავშირებით, რაზეც მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხები. თუმცა ჩემთვის ნათელი მოფენილი იყო უკვე ამ საქმისთვის, რადგან უკვე ტელეკომპანია „ფორმულა“ იყო დაფუძნებული და აშკარად ჩანდა, რომ ადამიანი თავის რესურს ახმარს დემოკრატიული ძალების გაძლიერებას.
მივიღე პასუხები კითხვებზე, არ ვაპირებ წარსულის ქექვას, თუმცა ვაპირებ ამ ადამიანთან თანამშრომლობას და არა მარტო მასთან. ბიძინა ივანიშვილი იმდენად დიდი ბოროტებაა, არა მხოლოდ საქართველოსთვის როგორც აღმოჩნდა, არამედ უკრაინისა და თავისუფლებისთვის, დიახაც, მე ყველასთან ვაპირებ თანამშრომლობას.
ის ნიაღვარი, რაც არის ახლა დათო კეზერაშვილის წინააღმდეგ, ხომ არ გგონიათ, ეს შემთხვევით ხდება, ესეც ხელოვნურადაა.
პარტნიორობა ნიშნავს, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ჩვენ არ გავძლიერდეთ“, – განაცხადა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია




