Logo

ნიკა მელია – დიდ მიზნის მიღწევისთვის პრაგმატულად ვგულშემატკივრობ სხვა ოპოზიციურ პარტიებს

პოლიტიკა
839
Frontnews image description

დიდ მიზნის მიღწევისთვის პრაგმატულად ვგულშემატკივრობ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ხვალ და ზეგ რომ არჩევნები ჩაინიშნოს, ბევრი ოპოზიციური პარტია ვიცით, ვინც ბარიერს  გადალახავს? – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთვის “ნაციონალური მოძრაობის” გარდა სხვა ოპოზიციური პარტიებიც უნდა გაძლიერდნენ, რომ კოალიციური მთავრობიოს ჩამოყალიბება შეძლონ. 

 

როგორც მელია განმარტავს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. 

 

“ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა თქვეს,  რომ ისინი აპირებენ თანამშრომლობას ქართველ ხალხთან, მაგრამ მათი თქმით ხელისუფლება იქცევა, როგორც  ავტოკრატიული სახელმწიფო… მე და ჩემმა მეგობრებმა  უკანასკნელ არჩევნებზე ცხადად ვაჩვენეთ  ჩვენი მზადყოფნა  სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზე.   დავთმეთ მაქსიმალურად… ამ ეტაპზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინდიციდუალურად უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, გაძლიერდეს ყველა მიმართულებით.  თავის მხრივ,  ჩვენმა მეგობარმა პოლიტიკურმა პარტიებმაც, რომელთაც თქვენ ეძახით მომცრო პოლიტიკურ პარტიებს,   მათი ინფრასტრუქტურა და  მხარდაჭერაც უნდა გაზარდონ. 

 

თავისთავად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიღებული მაჩვენებელი,  მიუხედავად გაყალბებისა,  სავსებით საკმარისი უკვე იქნებოდა, თუ ჩვენ გვეყოლებოდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც გადალახავდა, თუნდაც 3 პროცენტს, თუნდაც 4 პროცენტს.  ამიტომ, შეიძლება პარადოქსალურად მოგეჩვენოთ, დიდ მიზნის მიღწევისთვის პრაგმატულად ვგულშემატკივრობ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. მე, პირადად, თანახმა ვარ, 24 საათის განმავლობაში მათთან აქტიურად ვითანამშრომლო საჯარო სივრცეში. ვფიქრობ, რომ  მათ უნდა შექმნან საკუთარი პარტიული იდენტობაც.  ხვალ და ზეგ რომ არჩევნები ჩაინიშნოს, ბევრი ოპოზიციური პარტია ვიცით, ვინც ბარიერს  გადალახავს? არა!  ერთის მხრივ, თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მიმაჩნია, რომ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ემოციური, ფიზიკური, ამ თანამშრომლობას ხელიდან არ გავუშვებთ, იმიტომ რომ მიმაჩნია ერთად უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა, განსხვავებით „ქართული ოცნებისაგან“.  აბა რას ვერჩით „ქართულ ოცნებას“, თუ ერთხელ და სამუდამოდ არ დავასრულეთ ის მანკიერება,  რაშიც ვართ?  ამას ვჭირდება კოალიციური მმართველობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები