ნიკა მელია – ძალიან მოხარული ვარ, რომ პარტიამ კრიტიკულ სიტუაციაში გამოავლინა უპრეცედენტო ერთობის უნარი

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მოხარული ვარ, რომ პარტიამ კრიტიკულ სიტუაციაში გამოავლინა უპრეცედენტო ერთობის უნარი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო და პირველ რიგში ასეთი მწვავე და აქტუალური საკითხია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
“მე მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, რომლებიც არიან ამ წუთას და დღემდე იყვნენ სხვა პოზიციაზე, შეიცვალეს დამოკიდებულება რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მათ ეს ეტყობათ რიტორიკაში, მივესალმები კიდევაც, კარგი იქნებოდა, რომ ეს აქამდეც მოგვეხერხებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ჩემი მხრიდან პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას შეფასება აქვს მხოლოდ დადებითი”, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხვალინდელი დღიდან კიდევ უფრო მაღალი ტემპით, კონსესუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება მოხდება.
“ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანის თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მანამდე გაიმართება არაერთი სასამართლო პროცესი და რა თქმა უნდა, გულშემატკივრები, მხარდამჭერები, შევიკრიბებით სასამართლოს ეზოში, მაგრამ უმნიშვნელოვანესი თარიღი არის ბოლო თარიღი სასამართლო პროცესისა. ეს არის პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, ოჯახის თხოვნა, ადვოკატების თვეების განმავლობაში. უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” გეგმა მოდიოდა მთლიანად თანხვედრაში ადვოკატების გეგმასთან.
იმ შემთხვევაში თუ მთელი საზოგადოება ქართული და საერთაშორისო გაიგებს, რომ მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს, რეაქცია და რეაგირება იქნება ადეკვატური”, – განაცხადა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია




