ნიკა მელია – ძვირფასო უკრაინელებო, გთხოვთ იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი


ავტორი
Front News საქართველო
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ ხალხს მიმართა.
“ძვირფასო უკრაინელებო, გთხოვთ იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. საქართველო არის ის ათასობით ახალგაზრდა, ვინც გუშინ საქართველოს ქუჩები გაავსო. და თუკი მაინც, უკრაინაში საქართველო არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ გვრცხვენია და ამისთვის ვიხდით დიდ ბოდიშს.
დიდი ბოდიში იმისათვის, რომ არ შეუერთდა ჩვენი ქვეყნის მთავრობა იმ სანქციებს, რომლებსაც ცივილიზებული სამყარო უერთდება. მე მრცხვენია ამისი და ბოდიში უკრაინელ ძვირფას მეგობრებს, დებს და ძმებს. ბოდიში იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ახლა ფრონტის წინა ხაზზე არიან”, – განაცხადა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია

ირაკლი კობახიძე – თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი

ირაკლი კობახიძე – სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი არის ირაკლი ღარიბაშვილი, ის ადამიანი, რომელიც პირველი ედგა გვერდით ბიძინა ივანიშვილს

ირაკლი ღარიბაშვილი – სად თქვეს და ვინ თქვა, რომ ივანიშვილი არის მთავარი ოლიგარქი, ეს უკრაინას უფრო ეხება, ჩვენ საერთოდ, მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება