Logo

ნიკა მელია – ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ ტყუილის ტირაჟირების შესაძლებლობა მიეცეს, როგორც არის მიჩვეული

პოლიტიკა
23.09.2021 / 15:42
Frontnews image description

პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ეს არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

 

მელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, როგორც არის მიჩვეული. 

 

“ადამიანი, რეჟიმი, რომელიც ბედავს, სასიკვდილოდ დაგიჭრას მშვიდობიანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიან შენ საარჩევნო შეხვედრაზე და ამის მერე საჯარო სივრცეში საუბრობენ, თითქოს ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია, თითქოს ჩვენ დავჭერით სასიკვდილოდ ხანჯლებით და დანებით, თითქოს ჩვენ გავუსწორდით ფიზიკურად ადამიანს რუსთავში 3 დღის წინ, ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ მიეცეს შესაძლობლობა ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს როგორც არის მიჩვეული. როგორც აქედან დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები. პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ეს არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის. მთელი საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში არის, რომ არ დატოვეს არცერთი ადამიანი, ვისაც არ უსმენენ უკანონოდ, არ უთვალთვალებენ და არ აშანტაჟებენ. იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ ეს ადამიანები გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ, შავზე თეთრს ამბობენ. თითქოს ქვეყანა დასავლური სივრციდან არ გადის, როდესაც არ დაიტოვეს არცერთი პარტნიორი. მეტიც, ლანძღავენ, აკრიტიკებენ დაუფარავად… საუბრობენ ასე წარბშეუხრელად, თითქოს კრიმინალი არ იყოს იმ მასშტაბის და იმ ხარისხში აყვანილი, როგორიც მე არ მახსოვს 90-იანი წლების შემდეგ, ვისაც არ ეზარეება ამ ქალაქში იარაღით დადის”- განაცხადა მელიამ. 

 

მისი თქმით, ყველა ის პირი, ვინც დმანისში ძალადობდა ადამიანებზე, უნდა დაისაჯოს.

 

ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს ევროკავშირის ოფისთან დაუპირისპირდნენ

 

უნამუსო, უსინდისო, ქვე..ჯვია ბავშვი – პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო, ნაძირალა – ასე მიმართეს მათ ერთმანეთს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები