ნიკა მელია – ეს არის მორიგი რეზოლუცია, სადაც შავით თეთრზე საუბარია, რომ ივანიშვილი უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული დღეს ხმათა უმრავლესობით ლისაბონში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
“ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია იმ პრობლემების კიდევ ერთხელ წარმოჩენისთვის, რომელიც სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებობს.
ეს რეზოლუცია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების პირობებში გაჭირდება ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროპულ ოჯახში. ეს არის მორიგი რეზოლუცია, სადაც შავით თეთრზე საუბარია, რომ ოლიგარქი, არაფორმალური მმართველი ივანიშვილის სახით უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს.
უკონტროლო რეჟიმის სულის ჩამდგმელი არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ვიმედოვნებ, რომ წარმოუდგენელი დასავლური ზეწოლა მოვა თანხვედრაში ქართული საზოგადოების ზეწოლასთან და ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, რათა ქვეყანამ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპულ ოჯახში”, – აცხადებს ნიკა მელია.
თაგები:
ნიკა მელია




