
ავტორი
Front News საქართველო
ეს ე.წ. პარლამენტი არის იმ მე-11 არმიის მემკვიდრე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევით არ ხდება ის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ ამ არჩევნების შედეგები არ აღიარა.
“ყოველი დღე უმნიშვნელოვანესია, სანამ თვითმარქვია ჰყავს ხელისუფლებაში ქვეყანას. გავიაზროთ, რომ, უპირველესყოვლისა, სანამ გავიმარჯვებთ, ამ სახელმწიფოს ჰყავს თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მას არ აქვს მხარდაჭერა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისა. როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, შენი ვალია პროტესტი, წინააღმდეგობა და ყოველდღიური დაუმორჩილებლობა. შემთხვევით არ ხდება ის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ ამ არჩევნების შედეგები არ აღიარა, ამას აქვს კონკრეტული მიზეზები. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ამ არჩევნებს რუსული ყაიდის არჩევნები უწოდა, არც ოპოზიციური პარტია, არც სამოქალაქო საზოგადოება და არავინ არ აღიარებს ამ არჩევნებს. საკონსტიტუციო რაოდენობაც არ არის პარლამენტში. ეს ე.წ. პარლამენტი არის იმ მე-11 არმიის მემკვიდრე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს