Logo

ნიკა მელია – ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის, რა იმარჯვებს ქართულ პოლიტიკაში – ფული, ანგარება თუ ადამიანური თუ პოლიტიკური ღირსება

პოლიტიკა
15.11.2022 / 23:17
Frontnews image description

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” იყოს პოლიტიკური პარტია  და არა ბიზნეს ორგანიზაცია, ან თუნდაც ნახევრადბიზნესორგანიზაცია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ის ადამიანები ალაპარაკდნენ პარტიის უმოქმედობაზე, ვინც  თავად წარმოადგენენ პარტიის ბირთვს. 

 

“იქნება ეს პარტიის გენერალური მდივანი, გენერალური მდივნის მოადგილე, დეპუტატები, სამსახურის ხელმძღვანელები, ანუ მთელი ბირთვი 4 – 5 ადამიანი, რომელზეც დგას პარტია, უცებ იცვლიან რიტორიკას და იცვლიან დამოკიდებულებას ერთ რიგით,  კალენდარულ დღეს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხი მექნება, მაგრამ მექნება ცოტა მოგვიანებით. ამ ადამიანებს ნდომებიათ ჩემი წარმოჩენა თითქოს მე ვიყავი ავტოკრატი, დიქტატორი პარტიაში, სადღაც არსებობდა უკეთესი სამოქმედო გეგმა, თითქოს მათ ჰქონდათ სხვა სტრატეგიული მონახაზები და მე ხელს ვუშლიდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

მისი თქმით, მის წინააღმდეგ გეგმაზომიერი პროცესი მიმდინარეობს, თუმცა არაფერს ამბობს დასახელებულ  კონკრეტულ გვარებზე – კეზერაშვილისა და მერაბიშვილის შესახებ  და აღნიშნავს,  რომ ყველაფერთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიის დროს ისაუბრებს. 

 

“შემთხვევით არაფერი ხდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ჩემს  წინააღმდეგ მიმართული არც პირველი შემთხვევაა და არც მეორე. 

 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” იყოს პოლიტიკური პარტია  და არა ბიზნეს ორგანიზაცია, ან თუნდაც ნახევრადბიზნესორგანიზაცია.

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში გაიმარჯვებს ღირსება და არა ანგარება და ფული. ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის, რა იმარჯვებს ქართულ პოლიტიკაში – ფული,  ანგარება თუ ადამიანური თუ პოლიტიკური ღირსება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები