
ავტორი
Front News საქართველო
წილი ნაყარი აქვს ქართულ საზოგადოებას – ან ევროპული, დასავლური და შესაბამისად, ეროვნული განვითარების კურსი, ან რუსული განვითარების გეზი, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ქარტია” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო დოკუმენტია.
“გეგმა უკვე არის ნათელზე ნათელი, წილი ნაყარი აქვს ქართულ საზოგადოებას – ან ევროპული, დასავლური და შესაბამისად, ეროვნული განვითარების კურსი, ან რუსული განვითარების გეზი.
ეს 5 თვეში გადაწყდება. გაიმარჯვებს ისტორიული მისწრაფებები, გაიმარჯვებს სიმართლე და მიმაჩნია, რომ ეს ქარტია არის საუკეთესო დოკუმენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც გიჩვენებს მომავალს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
გუშინ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციატივას – “ქართულ ქარტიას” ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს