ნიკა მელია – გამოვრიცხავ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში წასვლას, გამორიცხულია

ავტორი
Front News საქართველო
კეზერაშვილი თავისი მოკლე ჭკუით ზის და ფიქრობს, ხაზარაძესთან ახლოს არის, გილაურს იცნობს, ვაიმე, ამან პრობლემები რომ შემიქმნას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“გამოვრიცხავ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში წასვლას, გამორიცხულია. “ლელოში” ჩემს წასვლაზე საუბარი გეტყვით სად არის, აი იმ ერთ ტელეკომპანიაში, რომელსაც ძალიან დიდი ფულის მქონე ადამიანი მართავს. ან მე რომ რამე სათქმელი მქონდეს, ან მამუკას, რა ვერ ვიტყვით, არ ვიტყვით?
ერთია, რომ გქონდეს ნორმალური ადამიანური ურთიერთობა და მეორეა, რაღაცას გეგმავ. იმავე ტელევიზიაში მოიყვანეს ქალბატონი და ალაპარაკეს, გილაურთან ერთად აკეთებს პარტიას ნიკა მელიაო. კეზერაშვილი თავისი მოკლე ჭკუით ზის და ფიქრობს, იქ მამუკა ხაზარაძესთან ახლოს არის, ნიკა გილაურს იცნობს, ვაიმე, ამან ახლა მე რომ ივანიშვილთან ერთად პრობლემები რომ შემიქმნას, ამას ახლა ვინმემ ფინანსური დახმარება რომ აღმოუჩინოს, აქედან არის ეს ბოდვები, თორემ მეტი არაფერი”, – განაცხადა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია




