Logo

ნიკა მელია – განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს

პოლიტიკა
983
Frontnews image description

ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ხალხმა იცის, რომ ჩვენ განსხვავებული ჯგუფები ვთანამშრომლობთ ხალხთან ერთად  ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებისთვის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმა და სტრატეგია კვლავ ერთია.

“გეგმა, სტრატეგია ერთია. საერთო სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის უფრო მეტ ძალას იღებს და შემდგარია ეს ფაქტი. განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა შორის კოორდინაციაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ხალხმა იცის, რომ ჩვენ განსხვავებული ჯგუფები ვთანამშრომლობთ ხალხთან ერთად ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებისთვის”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები