Logo

ნიკა მელია – გავალ თუ არა პარტიიდან, ამ გადაწყვეტილებას მე მივიღებ

პოლიტიკა
1310
Frontnews image description

გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც რამდენიმე ქალაქში ჩავატარებ შეხვედრებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია მასთან დებატებში არ შევა.

 

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ ვგრძნობ თავს მორალურად კომფორტულად ვისაუბრო მასზე, მაგრამ მე მაქვს ჩემი სიმართლე და ვიცი, რა ბრძოლაში შემოვედი და რის გაღებას ვაპირებ. როდესაც პარტიიდან ადამიანებს რიცხავენ და ყრიან, ამასთან დაკავშირებით მე ვისაუბრე და კვლავ ვისაუბრებ. 2023 წელს, როცა ვხედავ, რომ “ქართული ოცნების” მართვის სტილი ამ პარტიაშიც მივიღეთ, მე მორალური უპირატესობა ივანიშვილის წინააღმდეგ არ უნდა დავკარგო.

 

სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვე, მე მასთან დებატებში რა უფლება მაქვს, რომ შევიდე. მაგრამ ჩემთვის სიმართლე არის უზენაესი. ჩემი პასუხი არის, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი არ არის პარტია. ჩემთვის სიმართლე არის ერთი, რას ნიშნავს, სააკაშვილი მეუბნება, არ შეიძლება, რომ დატყვევებული ადამიანი შეცდომაში იყოს შესული? მიხეილ სააკაშვილი თუ გარკვეულ მოსაზრებებს საჯაროს ხდის, ყველაფერზე უნდა დავეთანხმო? გავალ თუ არა პარტიიდან, ამ გადაწყვეტილებას მე მივიღებ. ვაპირებ, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე ძვირფასი გავიღო. მაქვს მორალური უფლება, რომ გადაწყვეტილება თავად მივიღო”, – განაცხადა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართა.

 

“მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის, ყველაფერში, ყოველთვის, ყველაზე დაუძინებელ მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესებს ეხება, მაგრამ მინდა შემდეგი რაღაც ვთქვა, თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ, ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მერე მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და ისევ ერთად, მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა, გარეთ, კი ბატონო, გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები