Logo

ნიკა მელია – ღალატია, როდესაც თავიდან ბოლომდე ღიად, ყველა შესაძლო ბერკეტებით ეხმარები პუტინის რეჟიმს

პოლიტიკა
407
Frontnews image description

ივანიშვილი-ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო და უღირსი ქმედება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ გადახდის სისტემაში რუსული  Мир-ის დამატებით  ქვეყანას სანქციების რისკის წინაშე აყენებს. 

 

“რუსეთმა სანქციების თავის არიდების მიზნით შექმნა შიდა რუსული პლასტიკური ბარათების სისტემა სახელწოდებით – “Мир” . ორი დღის წინ საქართველოში მოხდა წარმოუდგენელი რამ – ამ რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად რუსების მხრიდან, სწორედ ამ სისტემაში ჩაერთო ქართული ავიაკომპანა „ჯორჯიან ეარვეისი“ და დაიწყო ბილეთების გაყიდვა, რითაც  პირდაპირ ხელს უწყობს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული ისტორიული, უპრეცედენტო და უმძიმესი სანქციებიდან გვერდის ავლაში.   ასევე ეს ქართული ავიაკომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს იმ რუსულ საგადახდო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არღვევს ამით კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

 

ეს კომპანია ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა  ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა ხელისუფლების თანხმობის და პირდაპირი ნებართვის გარეშე. ივანიშვილი-ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო და უღირსი ქმედება. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის სისხლისმღვრელი ომის შესაჩერებლად ყოველდღიურად ამკაცრებს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობს ამ სანქციების რუსეთისთვის არიდებაში. 

 

საქართველოს ხელისუფლება კვლავ ღიად დაუპირისპირდა უკრაინიასა და დემოკრატიული თანამეგობრობის ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისთვის და რუსეთის მხარე კიდევ უფრო ღიად და მკაფიოდ დაიკავა. 

 

ყველაფერთან ერთად, საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯები გამოიწვევს იმას, რომ საქართველო როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ღია მოკავშირე, მოხვდება საერთაშორისო სანქციების ქვეშ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც ურთულეს ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს საქართველოში”, – განაცხადა მელიამ. 

 

მან პირადად პრემიერ-მინისტრი ღალატში ღიად დაადანაშაულა. ასევე მიმართ ავიაკომპანიის პრეზიდენტს და მოუწოდა უარი თქვას პუტრის გეგმაში მონაწილეობაზე. 

 

“ირაკლი ღარიბაშვილო, გასაგებია, რომ შენი და შენი მთავრობის პოლიტიკა მთლიანად არის აცდენილი ხალხის პოზიციისგან, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ მცდარი პოლიტიკა, ეს არის მოღალატეობრივი, დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს დასჯადი. ღალატია, როდესაც თავიდან ბოლომდე ღიად, ყველა შესაძლო ბერკეტებით ეხმარები პუტინის რეჟიმს.

 

მივმართავ ავიაკომპანიის პრეზიდენტს, გასაგებია, რომ ღარიბაშვილი ხელს გიწყობთ და წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგით მასთან ერთად, გასაგებია, რომ შემოსავალი განიჭებთ დიდ სიამოვნებას, მაგრამ არსებობს მორალური კატეგორიები, ამ ქვეყნისადმი სიყვარულის ცნება, დაფიქრდით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ხელს გიწყობთ, უარი უნდა თქვათ პუტინის მიერ შექმნილ სისტემაში მონაწილეობაზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები