ნიკა მელია – გიორგი მარგველაშვილი გახდება “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვას მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თავად პარტიას ტოვებს და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინიშნება.
მელიას თქმით, ეს თემა სუსმა ბიძინა ივანიშვილითან დაკავშირებული საერთაშორისო სკანდალის გადასაფარად მოიგონა.
“გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს. გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი.
ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია „იმედში“, „რუსთავი 2-ში“, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის არცერთი პროდიუსერის მიერ შემუშავებული, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი კითხვა. იცით, რა საერთაშორისო სკანდალშია ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გახვეული და მოიგონეთ ეს“, – განაცხადა მელიამ.
“რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.


გიორგი მარგველაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის “თავმჯდომარე და ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ

გიორგი ბოტკოველი – ნიკა მელია 2020 წლის არჩევნებში წინააღმდეგი იყო “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო

ნიკა მელია – იქ, სადაც ქვეყნის ინტერესი მოითხოვს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას, ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობა” იყო, არის და იქნება ეპიცენტრში