Logo

ნიკა მელია – გყავდეს მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში და ამას დაუმატო კიდევ სამი პოლიტიკური პატიმარი, ივანიშვილის სტანდარტისთვისაც კი მეტისმეტია

პოლიტიკა
16.12.2021 / 13:03
Frontnews image description

გყავდეს მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში და ამას დაუმატო კიდევ სამი პოლიტიკური პატიმარი, ბიძინა ივანიშვილის სტანდარტისთვისაც კი მეტისმეტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა. 

 

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების შიშით, ხელისუფლება  ხაზარაძე-ჯაფარიძე -წერეთლის დაჭერას ვერ გაბედავს.

 

“რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ძნელად პროგნიზირებადია, მაგრამ მისი სტანდარტისთვისაც კი მეტისმეტია ერთდროულად რამდენიმე პოლიტიკოსი ყავდეს ტყვეობაში და პატიმრობაში. გყავდეს მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში და ამას დაუმატო კიდევ სამი პოლიტიკური პატიმარი? მე ვფიქრობ, ამას ბიძინა ივანიშვილი ვერ გაბედავს, თუმცა ძალიან დიდი სურვილი აქვს, შეიძლება ითქვას ხელები ექავება, მაგრამ ვერ გაბედავს. მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში და ამას დამატებული 3 პოლიტპატიმარი, ეს უკვე ის შემთხვევაა, რასაც ვერცერთი უცხოელი ვერ იქნება ჩუმად. ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერსაც, ვფიქრობ, აანალიზებს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთნ ე.წ. ფულის გათეთრების პროცესის პარალელურად ოპოზიციის აქცია იმართება.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები