
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი წერეთელი ნიკა მელიას გათავისუფლების შემდგომ გეგმებზე საუბრობს. წერეთელმა ჯერ არ იცის, ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ეყოლება არჩევნებზე, თუ სხვა მოდელით იხელმძღვანელებენ, თუმცა აცხადებს, რომ ყველა შემთხვევაში, ნიკა მელიას სიტყვა აღნიშნულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი იქნება.
"როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს ტაქტიკაზე და იმსჯელოს თუ რა იქნება ოპტიმალური გამოსავალი ამ ვითარებიდან, ვგულისხმობ სწორედ იმას, რომ ნიკა მელიასთან და ყველა იმ პარტიასთან ერთად, ვისაც მიაჩნია, რომ კოორდინაცია აუცილებელია. ერთიანობა როგორ, რა მოდელით იქნება, ესეც განსასაზღვრია, იმიტომ რომ ამოცანა არის საკმაოდ რთული: ხელისუფლებამ ვერ უნდა მიიღოს 43% და ოპოზიციამ უნდა აჩვენოს ძალიან მაღალი შედეგი. როგორ მოხერხდება ეს, ერთიანი კანდიდატის პირობებში, თუ მოხერხდება რაღაც სხვა მოდელით, სწორედ ამაზეა საჭირო მსჯელობა და შესაბამისად, ნიკა მელია იქნება ერთ-ერთი ის ადამიანია, ვისი შეხედულება, ვისი სიტყვაც იქნება მნიშვნელოვანი", – განაცხადა წერეთელმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს