ნიკა მელია – ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ, სადაც ბევრჯერ ყოფილა საქართველო, მაგრამ ბევრ თაობას არ ჰქონია არჩევანის შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს


ავტორი
Front News საქართველო
ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ, სადაც ბევრჯერ ყოფილა საქართველო, მაგრამ ბევრ თაობას არ ჰქონია პრივილეგია, არ ჰქონია არჩევანის შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს ამ არჩევანის შესაძლებლობა, ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა რამდენიმე დღეში გამოვიყვანოთ პოსტსაბჭოთა სივრციდან, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო გაიმარჯვებს, რადგან საქართველომ ეს დაიმსახურა და საზოგადოებას ზურგს უმაგრებს ღირსება.
“მე მინდა მივტრიალდე ენგურის გაღმა საქართველოსკენ, ქართველებისკენ, ბიჭვინთისკენ, გაგრისკენ, ოჩამჩირისკენ. ენგურს გაღმა ქართველები გვიყურებენ ახლა აქ და უნდა ვთქვათ ყველა ქართველის სათქმელი ერთად, რომ გამარჯვება აფხაზეთო შენი. ძალიან ახლოს ვართ და გვესმის, რა ხდება ენგურს გაღმა ქართველების გულებში, გვესმის მათი ხმა და ნატვრა, მაგრამ ჩვენ ფიზიკურად ვერ ვართ ახლა ერთად, ისე, როგორც იმსახურებს ერთიანი ერი, მაგრამ, ჩვენ მალე ვიქნებით ერთად, ვიქნებით ევროპული სახელმწიფოს ფარგლებში. ჩვენ ქედს არ მოვხრით არასდროს. ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ, სადაც ბევრჯერ ყოფილა საქართველო, მაგრამ ბევრ თაობას არ ჰქონია პრივილეგია, არ ჰქონია არჩევანის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამ არჩევანის შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა რამდენიმე დღეში გამოვიყვანოთ პოსტსაბჭოთა სივრციდან და მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს. სად თუ არა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, სად თუ არა ასობით ათას ადამიანს, აი, აქედან უნდა შემოვუძახოთ ერთმანეთს და ვთქვათ, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ. საქართველო გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ზურგს გვიმაგრებს ღირსება. გული გვტკივა, როცა ვხედავთ ადამიანებს, რომელთაც არ სურთ ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე გადაადგილება იმ ღონისძიების ფარგლებში, მაგრამ ძალით მიჰყავდათ, ეს უნდა იყოს უკანასკნელი შემთხვევა. აქ არავინ არავის ემალება, აქ გვჯერა, რომ ჩვენ მოვიპოვებთ ბევრად უკეთეს ცხოვრების სტანდარტს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია

ნიკა მელია – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, ჩვენ ვართ ღირსეული ერი, ამიტომ მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეს განაცხადი

ირაკლი ალასანია – ნათელია, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ

ნიკა გვარამია – ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ ხელისუფლებას, მაგრამ ვიმსახურებთ დაბრუნებას დასავლურ ოჯახში და ეს შესაძლებლობა არ უნდა დაგვეხუროს