Logo

ნიკა მელია – ივანიშვილის მარცხი 2024 წელს მიიღებს საჯარო ხასიათს

პოლიტიკა
312
Frontnews image description

ივანიშვილის მარცხი, 2024 წელს, მიიღებს საჯარო ხასიათს და დამარცხდება არა ღარიბაშვილი, კობახიძე ან კრებსითი პაპუაშვილი, არამედ ამ მანკიერი პოლიტიკური სისტემის შემქმნელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კულისიდან ვეღარასოდეს გადავა მეორე კულისში, ჩრდილოვანი მართვის გასაგრძელებლად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა მელია წერს.

 

“თუმცა, ამ პროცესში ყველას უნდა გვესმოდეს და ვიაზრებდეთ საკუთარ პასუხისმგებლობას, ცვლილება მოხდება მხოლოდ ხალხის ნებით, მისი ასახვით პოლიტიკაში და არა ფულის ფულთან, ერთი კულუარის, მეორე კულუართან დაპირისპირებით… 

 

დღეს ბრძოლის ყველაზე ბასრი იარაღი, მანკიერი სისტემის დემონტაჟისათვის არის სიმართლე, მომავლის სწორი პერსპექტივის შექმნა და მისი განხორციელება და პროცესებზე საჯაროდ პასუხისმგებლობის აღება”, – წერს მელია.

 

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები