Logo

“ნიკა მელია იზიარებს იმ პოზიციას, რომ ევროკავშირის გირაო არის უპრეცედენტო რამ”

საზოგადოება
444
Frontnews image description

"ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას შეხვდა.

როგორც ​შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ხაზარაძემ აღნიშნა, საუბარი ძირითადად ორ თემას, საგამოძიებო კომისიის შექმნასა და ევროკავშირის გირაოს გამოყენებას ეხებოდა და ნიკა მელია ორივე საკითხს პრინციპულად ეთანხმება. 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, ნიკა არის ჯანმრთელად და გამსჭვალულია ბრძოლის სულისკვეთებით. ორ საკითხზე გვქონდა საუბარი. ეს იყო ევროკავშირის გირაო და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. პრინციპულად იგი იზიარებს ამ პოზიციას, პრინციპულად იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო არის უპრეცედენტო რამ, რაც ადასტურებს, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის. მე არ მინდა, მის მაგივრად ვისაუბრო და ალბათ, უახლოეს დღეებში თავად გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. პრინციპულად ეთანხმება იდეას, მაგრამ უფრო დეტალურად მინდა, ნიკამ გააკეთოს ამაზე განცხადება.

გირაოზე დათანხმების შესახებ არ არის საუბარი, დათანხმება აქ ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს, რომ მერე „ოცნებამ“ დაამადლოს, აი, შენ დაეთანხმე გირაოსო, ეს ასე არ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ნიკას თავმოყვარეობას არ შეეხოს და პრინციპს არ შეეხოს, რისთვისაც ის ამდენი ხანი ციხეშია. ევროკავშირი გადაიხდის და დამთავრდება ამით“, – განაცხადა ხაზარაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები