Logo

ნიკა მელია – ჯერ გაქვთ დრო, რომ გადაარჩინოთ ადამიანი, რომელსაც კლავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო მოძრაობა გახდება უმწვავესი

პოლიტიკა
915
Frontnews image description

ხვალ, 15 ნოემბერს, 14:00 საათზე ვიკრიბებით მეტრო ავლაბართან, რის შემდეგაც გაიმართება მსვლელობა და გადაიკეტება მთლიანად მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

 

“მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი ნიშანი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა კიდევ უფრო მწვავე გახდება. ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, თქვენ ჯერ გაქვთ დრო იმისთვის, რომ გადაარჩინოთ ადამიანი, რომელსაც თქვენ კლავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო მოძრაობა გახდება უმწვავესი, მაგრამ იქნება არაძალადობრივი, ისეთი, როგორიც ჯერ თქვენ არ გინახავთ”, – განაცხადა მელიამ.

 

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში კლინიკასთან საპროტესტო აქციები არ გაიმართება.

 

“ვიღებთ მთლიანად პასუხისმგებლობას, რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ სამოქალაქო საავადმყოფოში, სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო. მეტიც, მე ვთავაზობ შესაბამის უწყებას, ჩამოაყალიბოს ჯგუფი სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ადვოკატი, 1 ოჯახის წევრი, ნაციონალური მოძრაობის 1 წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების 1, მაღალი ნდობით მოსარგებლე წევრი რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გავიაროთ და თავიდან ავირიდოთ მაქსიმალურად ყველა გაუგებრობა და ექსცესი”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები